მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა  

ე.წ. კოვიდვაქცინით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ასეთია ვაქცინაციის ერონული გეგმა რომელიც მთავრობამ დღეს დაამტკიცა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გეგმის განხორციელება ვირუსის გავრცელების რისკებს შეამცირებს.

„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა. ეს იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის. გეგმის ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოცული იყოს მოსახლეობის 60%. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ვაქცინაციის მოცვით, მოსახლეობის უმრავლესობა იყოს დაცული იმუნური პასუხით და მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ეკონომიკის გახსნა უსაფრთხოდ,  ქვეყანაში აღარ იყოს ვირუსის გავრცელების რისკები“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე შეფასებით, ეს არის ამბიციური გეგმა.

„ჩვენი ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, თუმცა, ვფიქრობთ, რომ რეალისტური. თუ დღეს ჩვენ ავტორიზებულ ვაქცინებზე ვსაბრობთ Pfizer-ის, “მოდერნას” და “ასტრაზენეკასთან” მიმართებაში, შემუშავების პროცესში არის  ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულია და კარგი „შანსი“ აქვს, მიიღონ ავტორიზაცია“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები