ვერტმფრენში ჩასხდნენ და „თეთრი სახლი“ დატოვეს – ტრამპი დაბრუნებას გეგმავს

„ჩვენ რაიმე ფორმით დავბრუნდებით“ – ასე დაემშვიდობა დონალდ ტრამპი მედიასა და მხარდამჭერებს. დონალდ ტრამპმა მედიას მიმართა, მადლობა გადაუხადა, პირველ ლედისთან ერთად ვერტმფრენში ჩაჯდა და თეთრი სახლი დატოვა.

როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ის დაბრუნებას აპირებს და დიდი ხნით არ მოანატრებს თავს.

პრეზიდენტი და პირველი ლედი ვერტმფრენით მერილენდის სამხედრო ბაზაზე დაეშვნენ, სადაც პრეზიდენტი სამხედროებსაც დაემშვიდობა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი და პირველი ლედი ფლორიდაში მიემგზავრება “პალმ ბიჩზე“, სადაც ისინი დაისვენებენ.

რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენის ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით, 20:30 საათზე დაიწყება. შემდეგ კი ახალი პრეზიდენტი „თეთრ სახლში“ გაემგზავრება და მმართველობას გადაიბარებს.

მსგავსი თემები