ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა “ამბიკონ სტილსში” თანამშრომელი გარდაიცვალა

ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანა “ამბიკონ სტილსში” თანამშრომელი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული 50 წლამდე მამაკაცი სამშენებლო მანქანაზე ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვალების ფაქტს მეტალურგიულ ქარხანაში ადასტურებენ, თუმცა, იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების წესები, ამაზე არ საუბრობენ.

მსგავსი თემები