“პროგრამისტის მეგობარს “ძალოვანი უწყებებიდან დაემუქრნენ და დააშანტაჟეს” – მიხეილ რამიშვილი

23 წლის პტროგრამისტის ადვოკატი, ამბობს, რომ საქმის ახალ ფიგურანტს ძალოვანი უწყებებიდან დაემუქრნენ და დააშანტაჟეს.


“ამ პიროვნებაზე როგორც შეგვატყობინეს ძალოვანი სტრუქტურებიდან მხრიდან, რომელიც ჩავიდნენ, გარკევული შანტაჟი და გარკვეულ დამუქრებას და დაშინებას აქვს ადგილი. და მინდა, რომ საზოგადოებამ და ხალმხა გაიგოს თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ფორმის ვიზიტს, რა საუბარს და როგორ დამოკიდებულებას აქვს ადგილი. საერთოდ ეს არის არა გამოძიება, არამედ ტერორი”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს, რომელსაც თან ახლავს გარდაცვლილი პროგრამისტის პირადი მიმოწერა მეგობართან: “მიხედე დედაჩემს, თუ რამე დამემართა… წავშლი შენს მესიჯებს, არ მინდა გაიგონ, რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო”.ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ეს მიმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა გამოძიებისთვის, თუმცა მესიჯის ადრესატი პროკურატურას არ დაუკითხავს.

მსგავსი თემები