“როცა შენს მხარეს არც ხალხია, არც საერთაშორისო საზოგადოება, არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო” – ბექა დავითულიანი იაგო ხვიჩიას

ოპოზიციას არეულობის, დესტრუქციისა და იმის, იმედი აქვს, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხს მოთმინების ფიალა აევსება, გამოვლენ და ხელისუფლებას დაამხობენ, ეს არ და ვერ მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიციას ხელისუფლების დამხობის საშუალება არ ექნება.

„შეგიძლიათ, იაგო ხვიჩიას კითხვა დააკოპიროთ და იმავეს ვიკითხავ – როცა შენს მხარეს არც ხალხია, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო. შეგრძნება მაქვს, რომ ოპოზიციას არაფრის იმედი არ აქვს. უფრო სწორად არეულობის, დესტრუქციის და იმის, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხს მოთმინების ფიალა აევსება, გამოვლენ და ხელისუფლებას დაამხობენ. უბრალოდ, ეს არ და ვერ მოხდება. ამის საშუალებას ოპოზიციას არ მივცემთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები