ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

ორბელიანების სასახლის ეზოში, ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. პრეზიდენტის რეზიდენციაში დაგეგმილი ღონისძიების მიზანი პანდემიის პერიოდში ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა და მათი პოპულარიზაციაა.

კონცერტში ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, დავით ევგენიძის ბენდიც ქნება ჩართული. მისი ლაივ რეჟიმში ტრანსლირება პრეზიდენტის ფეისბუკგვერდის საშუალებით მოხდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ორბელიანების სასახლე წლების წინ კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო და სასახლე ტრადიციას იბრუნებს.

მსგავსი თემები