ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 234 ინფიცირებული იმყოფება

დღევანდელი მონაცემებით, ვირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევების რაოდენობა  10 295-ია. აქედან:  3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 784, აჭარაში – 281, იმერეთში – 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 61, იმერეთში – 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 5, იმერეთში – 29.  

634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 – თბილისში, 296 – აჭარაში, 37 – იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 235, აჭარაში – 76, ხოლო იმერეთში – 9.

მსგავსი თემები