დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქებისას, სწავლა შესაძლოა, ჯერ პატარა ქალაქებში/სოფლებში დაიწყოს და მოგვიანებით, დიდ ქალაქებში. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც დაიწყება სწავლა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ცოტა უფრო გვიან დაიწყოს სწავლა დიდ ქალაქებში, ვიდრე სხვა დასახლებებში”, – ამბობს იმნაძე.