ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. კოვიდ – 19-ზე გეგმიური შემოწმება ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება სასჯელაღსრულების სისტემაში კონტროლს ექვემდებარება.