საქალაქო სასამართლოში, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.

სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან ზურაბაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

დავით ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

მსგავსი თემები