ამნისტიის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, დღეს დამტკიცდება

ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე უფრო მასშტაბურ ამნისტიას სავარაუდოდ, უკვე დღეს დაამტკიცებენ. საკითხს დეპუტატებმა კენჭი რიგგარეშე სესიაზე უნდა უყარონ. მანამდე კი საკითხზე, სხვა თემებთან ერთად ბიურო იმსჯელებს.

კანონპროექტის მიხედვით, იანვრის ბოლომდე ციხე დახლოებით 1500-მდე პატიმარმა უნდა დატოვოს.

“დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ეს ნორმატიული აქტი პოზიტიურად იმოქმედებს მსჯავდებულებისთვის, იმიტომ რომ ისინი ვადაზე ადრე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს და ასევე საზოგადოებას. მეორეს მხრივ, დაცული იქნება საზოგადოების უსაფრთხოების რისკები,” – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში მასშტაბური ამნისტია არ განხორციელებულა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინიციატივო ჯგუფი მუშაობდა ამნისტიის პროექტზე, თუმცა, არცერთი მათგანი პარლამენტში განხილვებამდე არ მისულა.

მსგავსი თემები