ხანძარი იყო თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელთან“.
ცეცხლი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ გაჩნდა.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.