მესიმ მსოფლიოში უმხვილესი ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის ჯილდო მიიღო

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ Values Award-ის ჯილდო მიიღო – ამ პრემიას ანიჭებენ სპორტსმენებს, რომლებმაც საზოგადოების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

ჟიურიმ, რომელსაც სათავეში ედგნენ ესპანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალეხანდრო ბლანკო და ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, მესის პრემია მსოფლიოში უმხვილესი ონკოლოგიურ-პედიატრიული ცენტრის მშენებლობის დაფინანსებისთვის მიანიჭა. ეს ცენტრი ბარსელონაში სანტ ჟოან დე დეუს ჰოსპიტალშია განთავსებული.

ორი წლის წინ, ლიონელ მესის ფონდმა ერთობლივად სტავროს ნიარჰოსის ფონდთან ერთად 2.6 მილიონი ევრო გადარიცხა სპეციალურ ანგარიშზე.

პრემია Values Award-ის მესამე გამოცემაში ასევე აღნიშნეს კალათბურთელების – პაუ და მარკ გასოლების ფონდის მუშაობა ბავშვთა ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გარდა ამისა, Values Legend Award-ის სპეციალური ჯილდო მიანიჭეს „ბარსელონას“ ყოფილ ნახევარმცველს ჩავის. ის გამოარჩიეს მთელი სათამაშო კარიერის განმავლობაში პატიოსანი თამაშისადმი ერთგულების გამო.

მსგავსი თემები