პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატები ახალ პარტიას – “ევროპელ სოციალისტებს” ქმნიან

  •  

“პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატები ახალ პარტიას ქმნიან. “ევროპელი სოციალისტების” სადამფუძნებლო ყრილობა დღეს გაიმართება. პარტიაში აანონსებენ, რომ ისინი “ქართულ ოცნებას” ძლიერ ოპონირებას გაუწევენ.

“ქვეყნის დიდი ნაბიჯებით წინსვლა შეუძლებელია, თუკი საბოლოოდ არ აღდგება სამართლიანობა. ჩვენი ყველა პოზიცია დაეფუძნება ფაქტებს და ასევე, არგუმენტები დაყრდნობილი იქნება კონკრეტულ ფაქტებზე.

ასე რომ, ჩვენთან ოპონირება ძალიან რთული იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთი დიდი დასავლური კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენი მიმართულება კი, სწორედ ამ ოჯახისკენ იქნება,” – აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “ევროპელი სოციალისტების” წევრი დავით ზილფიმიანი.

მსგავსი თემები