როგორ აპირებს ახალი პრეზიდენტი ლეგიტიმაციისა და კანონიერი არჩევნების დამტკიცებას – ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენას მომავალ კვირას გეგმავს. როგორც პრეზიდენტმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზების გამო უთხრეს, არც მოგვარებადია.

„ყველა წერილი იქნება წარდგენილი, როგორც ყველა კანდიდატის, როცა ჩვენ მოვითხოვეთ გადადება, ასევე,  კარანტინი, არსებული  შეზღუდვები და მთავრობის სარეკომენდაციო წერილი. სწორედ ამის საფუძველზე იქნა სარეკომენდაციო თხოვნა მთავრობიდან, რომ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ჩატარებულიყო არჩევნები. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და სამივე კანდიდატი ვიყავით ამაზე თანახმა“, – განაცხადა აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რატომ აირჩიეს გამგეობის ახალი წევრები მაშინ, როცა ეს პირველ კრებაზე დღის წესრიგში არ იყო წარმოდგენილი, ირაკლი აბუსერიძე ასე უპასუხა: „დღის წესრიგში შეიძლება რაღაც საკითხი არ იყოს, მაგრამ შეიძლება, რომელიმე სუბიექტმა დააყენოს რაიმე სახის საკითხი და ეს კენჭისყრაზე დგება“.

ირაკლი აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა  პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე არალეგიტიმურად თვლის და აპროტესტებს. სწორედ მან მიმართა საჯარო რეესტრს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად ჩათვლილიყო და არ დაკანონებულიყო.

როგორც ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, არჩევნები ყველანაირი პროცედურებისა და კანონმდებლობის სრულად დაცვით ჩატარდა და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც საჭიროა, სამართლიანობისა და კანონიერების ფარგლებში.    

მსგავსი თემები