“პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიულია” – გიგა ბოკერია

  •  

“არ შევაფასებ საერთოდ მაგ ხალხს,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ევროპელი სოციალისტების“ დღეს დაგეგმილ სადამფუძნებლო ყრილობასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბოკერიამ თქვა, რომ პარლამენტი არ გამოდის ორპარტიული.

„ორპარტიული არ გამოდის, ერთპარტიული პარლამენტია და ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის დადასტურება ერთპარტიულობის, ის უტიფრად სასაცილო და სამარცხვინო ნიუსლეთერი, რომელიც თუ არ ვცდები, ჩვენს პარტნიორებს დაუგზავნა ზეიმით მთავრობამ, რომ ნახეთ, რა კარგი ხალხი შემოვიდა, პროდასავლური ხალხი შემოვიდა პარლამენტშიო. ეს არის დასტური ამ სამარცხვინო, ერთპარტიული პარლამენტის, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. კიდევ უფრო ერთპარტიულია. ზოგჯერ რაღაცის უარყოფით ხაზს უსვამ იმას, რაც ხარ.

ნიუსლეთერი ვახსენე, ეს არის, როდესაც რაღაცის უარყოფით ადასტურებ იმას, რაც არის, ანუ ზეიმით აღნიშვნა, რომელიც არის კომიკური სახის. ეს აჩვენებს, რა დონის დიპლომატიასთან გვაქვს საქმე. კატასტროფაა, შინაარსს რომ თავი დავანებოთ. ეს აჩვენებს, როგორც მუშაობენ. თუ არ ვცდები, ივანიშვილის ახალი ვარსკვლავი კუჭავა არის ამის კურატორი. ამიტომ ეგ ცალკე ამბავია, კომპეტენციის, რომ დასაცინი ხარ, როცა ასე ლაპარაკობ. მაგრამ შინაარსს რაც შეეხება, ეს ზეიმი ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების, რომ – ნახე, რა კარგი ხალხი შემოგვიერთდაო, არის დადასტურება ერთპარტიულობის და კიდევ ერთხელ შეხსენება ყველასთვის, რომ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს“, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი თემები