“ახალი არჩევნების დანიშვნამდე ქვეყნებმა უნდა გაიწვიონ ელჩები საქართველოდან” – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა.

როგორც ნათელაშვილი წერს, დღეს საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთადერთი ერთპარტიული პარლამენტია, რადგან ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთსულოვანი უარი განაცხადა იმ ორგანოში შესვლაზე, რომლის არჩევნებიც გაყალბდა.

“საქართველო სწორედ ევროპული არჩევანის გამო დასაჯა მოსკოვმა, მოახდინა მისი 20%-ის ოკუპაცია, დაგვიწესა ეკონომიკური ბლოკადა, დაგვიხოცა უამრავი მოქალაქე. ევროპამ კი სანქციებიც არ დააწესა,”-აღნიშნავს ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ითხოვს, საერთაშორისო საზოგადოებამ არ ცნოს არჩევნების ლეგიტიმურობა.

“ახალი არჩევნების დანიშვნამდე ქვეყნებმა უნდა გაიწვიონ ელჩები საქართველოდან და დააწესონ სანქციები ივანიშვილისთვის და მისი გარემოსთვის,”- წერს ნათელაშვილი. 

მსგავსი თემები