შვილმა მამა მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

მკვლელობა და თვითმკვლელობის მცდელობა სამეგრელოში – დანაშაული ამჯერად ჩხოროწყუში მოხდა. შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, რის შემდეგაც, შვილმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა.

დანაშაულში მხილებულმა მიიყენა სხვადასხვა ტიპის დაზიანებები სხეულზე, ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. 

მსგავსი თემები