ძველი გაგრის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

დილით ძველი გაგრის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, იქ ტექნიკისთვის მიუდგომელი ადგილია და ხანძრის ჩაქრობას მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ, – ამის შესახებ ოკუპირებული გაგრის ე.წ. სახანძრო-სამაშველო შტაბის უფროსმა დავით ბგანგამ განაცხადა. მისივე თქმით, ხანძარი, რომელიც წინა დღეებში გაგრაში საცხოვრებელ სახლებს ას მეტრამდე მანძილით მიუახლოვდა, გასულ ღამეს ჩააქრეს.

„ღამემ მშვიდად ჩაიარა. ცეცხლის რამდენიმე კერა ჩავაქრეთ, მაგრამ დილით ძველი გაგრის რაიონში ახალი ალი გაჩნდა და ის ვრცელდება. ტექნიკისთვის მიუდგომელი ადგილია, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ხელებით ცდილობს“, – განაცხადა დავით ბგანგამ.

მსგავსი თემები