გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ამის შესახებ sputnik-abkhazia წერს. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.
ადგილზე 3 სახანძრო მანქანა და 11 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება, თუმცა, ამის საჭიროება ჯერ არ არის.
ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.