თბილისის მოსკოვის გამზირს ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭოს – პეტიცია

  •  

თბილისის მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით, თბილისის საკრებულოსა და მერიის სახელზე პეტიცია გამოქვეყნდა. ავტორის აზრით, მოსკოვის გამზირს ამერიკელი, აწ- გარდაცვლილი სენატორის, ჯონ მაკეინის სახელი უნდა ეწოდოს.

“ჯონ მაკკეინი იყო თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მოღვაწე, საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის ორდენის მფლობელი. ვფიქრობ სამართლიანი იქნება, რომ სწორედ მოსკოვის გამზირს დაერქვას სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი”, – მიაჩნია პეტიციის ავტორს.

იდეას ამ დროისთვის მხარს 228 ადამიანი უჭერს, სულ საჭიროა 10 000 ხმა, რომ საკითხზე დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელოს.

თბილისელების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვის გამზირს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი უნდა მიენიჭოს. ამასთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებმა, ქუჩის რამდენიმე ნაწილში, მოსკოვის გამზირის აღმნიშვნელი აბრები ჩამოხსნეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელის აღმნიშვნელი ნიშნები განათავსეს.

მსგავსი თემები