მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის სექსუალურ აქტივობას ექსპერტიზა დაადგენს

​ხადას ხეობაში, ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემს მახლაზ კობაურს, ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური კვლევა მიმდინარე კვირაში ჩაუტარდება, რომელიც დაადგენს მის სექსუალურ აქტივობას.

როგორც მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, სამედიცინო დასკვნის შედეგად, ადვილი შესაძლებელია, გაუპატიურების მცდელობის თეორიული ვერსიები საერთოდ გამოირიცხოს.

“ამ კვირაში ჩანიშნული გვაქვს ექსპერტიზა. მალხაზ კობაურს ჩაუტარდება ფიზიოლოგიური კვლევა, რომლითაც დადგინდება, რამდენად აქვს მას ზოგადად, სქესობრივი აქტის დამყარების შესაძლებლობა. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ საერთოდ გამოირიცხება ლორა სმიტის გაუპატიურების თეორიული ვერსიებიც კი.  ზოგმა ადამიანმა ეს ყველაფერი ისე გაიგო, თითქოს კობაურს პრობლემები აქვს პოტენციასთან დაკავშირებით,  ეს არც ერთ შემთხვევაში ამას არ მიუთითებს. შესაძლებელია, მის ასაკში, გარკვეული პერიოდით შეზღუდული ჰქონდეს სქესობრივი აქტის დამყარების შესაძლებლობა, ასეთი, კონსულტაცია მივიღეთ ექსპერტებისგან.  ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ადამიანს შესაძლოა, 30 და 40 წლის ასაკშიც შეეზღუდოს  სქესობრივი აქტის ჩატარების პოტენცია, ან დაუქვეითდეს”, – განმარტავს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

მისივე თქმით, დნმ-თან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა, რომელის მიხედვით, მალხაზ კობაურის სპერმა აღმოჩენილია ლორა სმიტის სხეულზე, დაიდო გამოძიების საწყის ეტაპზე, მაშინ როდესაც, ეს უნდა ყოფილიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემადგენელი ნაწილი, სადაც დადგენილი იქნებოდა თუ სხეულის სხვა რა დაზიანებები ჰქონდა ლორა სმიტს მიყენებული.

ადვოკატის აზრით, ეს ყოველივე მიზნად ისახავდა, გამოძიების მხრიდან ბრალდებულის დისკრედიტაციას, რადგან არც ერთი სხვა მტკიცებულება კობაურის წინააღმდეგ პროკურატურას არ გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ 19 წლის მალხაზ კობაურსხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

 

მსგავსი თემები