პირველი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, საქართველოში  იოჰანეს ჰანმა გახსნა

  •  

„წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის სიმბოლო“ – ასე აფასებს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში, კერძოდ კი თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაფუძნებას, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა.

„ჩემი მისია გახლდათ შემექმნა პირველი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სტუდენტებს მოიზიდავდა და მისცემდა მათ არა მხოლოდ შანსს, მიიღონ მაღალი დონის განათლება, არამედ იმას, რომ მოსწავლეები ევროღირებულებებს ჩაღრმავებოდნენ. უნდა ვაღიარო, რომ რაც ევროკომისარი გავხდი, ჩემი ამოცანა გახდა ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა. ეს ეხება ასევე მუშაკებს, მეწარმეებს, მათ, ვისაც ჩვენი საზოგადოება წინ მიჰყავს. „განათლება გახლავთ უმთავრესი მიმართულება“ – ეს ციტატა ჩემს კაბინეტში მიკიდია ბრიუსელში. ძალზედ მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, მოხდეს ინვესტირება განათლების სფეროში“ – აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი განცხადებით,  საკუთარვ პასუხისმგებლობად თვილის,  დაეხმაროს საქართველოს,  რათა მივიღოთ შესაბამისი კვალიფიკაცია და შესაძლებლობები საკუტარი  პოტენციალის რეალიზებისთვის.

„ ვიწყებთ ამბიციურ პროექტს, მიუხედავად იმისა, რომ მას მრავალი გამოწვევა შეხვდა. მე ყოველთვის მწამდა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა“ გახდებოდა ჩვენი წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის სიმბოლო. ჩემი მისია გახლდათ შემექმნა პირველი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სტუდენტებს მოიზიდავდა და მისცემდა მათ არა მხოლოდ შანსს, მიიღონ მაღალი დონის განათლება, არამედ ის, რომ მოსწავლეები ევროღირებულებებს ჩაღრმავებოდნენ. ეს გაძლევთ თქვენ საშუალებას, შეისწავლოთ სხვადასხვა ენა, რომლებიც თქვენი მომავალი კარიერის ძირითადი საყრდენი იქნება, ასევე სტუდენტებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება შეექნებათ ფართო კულტურული მრავალსახეობის წვდომის თვალსაზრისით. მოხარული ვარ, სტუდენტებს შევხვედროდი და მათი ოცნებების შესახებ მომესმინა, რომელიც მათ ამოძრავებთ“, – მიმართა ჰანმა სტუდენტებს.

 

 

მსგავსი თემები