ელენე ხოშტარია გუნდს ეთიშება და დამოუკიდებელ პოლიტიკურ სვლას იწყებს

ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველოდან“ წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი გადაწყვეტილებაა დამოუკიდებელი პოლიტიკური სვლა გააგრძელოს.

„მინდა დავიწყო მადლობით „ევროპული საქართველოს“ მიმართ. ეს არის გუნდი, რომელთანაც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ აქტივისტს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე.  უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა“ – განაცხადა  ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი თემები