პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ორქუაშვილი, სოციალური ქსელიდან ლექსით მიმართავს. ოქრუაშვლის სარკაზმი ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების რაუნდებს უკავშირდება:
„თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.
2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ…“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია “ლელოს” პოზიცია, რომლის შესახებაც ხაზარაძემ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ისაუბრა. მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.