დონალდ ტრამპმა კორონავირუსის შემსუბუქების პაკეტს და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის შემსუბუქების პაკეტს და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა. კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერა ნიშნავს, რომ კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცებულია და აშშ-ში მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეფერხება თავიდან იქნა აცილებული.

კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად ბიუჯეტში 900 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. ეს არის 2.3 ტრილიონი დოლარის ხარჯვითი პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 1.4 ტრილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური მთავრობის ხარჯებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, კანონპროექტს უმუშევრობის შეღავათების აღსადგენად, გამოსახლების შეჩერების მიზნით, ქირის დასახმარებლად, ავიაკომპანიების მუშაობის აღსადგენად, ვაქცინის განაწილებისთვის თანხის დასამატებლად და სხვა არაერთი მიზეზის გამო მოაწერა ხელი. მანამდე ტრამპი კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა და ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაზრდას ითხოვდა.

მსგავსი თემები