აცრების სავალდებულო თუ გახდება, სადამსჯელო სანქციები არ დაწესდება – მინისტრი

​შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გეგმური აცრები სავალდებულო გახდება, პირის მიმართ, რომელიც უარს იტყვის აცრის გაკეთებაზე,  სახელმწიფოს მხრიდან სანქციები არ დაწესდება.

როგორც დავით სერგეენკო განმარტავს, აცრების სავალდებულოობა არის მძლავრი გზავნილი ისევ საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მშობლებისთვის.

“სავალდებულო აცრების ეს კონცეფცია რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება. პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ  აცრები გახდეს სავალდებულო მხოლოდ საწყის ეტაპზე, ამ სავალდებულოობის საწინააღმდეგო სანქციები არ დაწესდეს”, – აცხადებს მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობას მალე დაასრულებს.

მსგავსი თემები