პოლიციის მაღალჩინოსანს, კლინიკის ხელმძღვანელის მკვლელობისთვის პატიმრობა შეუფარდეს

თელავის  სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და ადამიანის დაჭრისთვის მაღალჩინოსან  ვანო ზანდარაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციის მაღალჩინოსანმა კლინიკის ხელმძღვანელს მანქანაში 7 ტყვია ესროლა. ვანო ზანდარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

მას, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს 38 წლის დირექტორის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის დაჭრას ედავებიან. ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი თემები