„კარი რომ გაიღო მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი – მარჯვენა ფეხით შემოდითქო, ციხის დირექტორი იყო“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„ცხოვრება რთულია, მშვენიერი და საინტერესო,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი წერს.

პოლიტიკოსი ციხეში გატარებულ ახალ წელს იხსენებს:

„წელს ისეთი მეკვლე მყავდა, ვერც გამოიცნობთ და ვერც ინატრებთ. კარი რომ გაიღო მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი – მარჯვენა ფეხით შემოდითქო, ციხის დირექტორი იყო.

ამ ახალ წელს, ოღონდ ამირან გამყრელიძე და “ბეზრუკავკიანი” პაატა არ იყვნენ ქვეყნის მეკვლეები და ციხის დირექტორზეც თანახმა ვარ,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი თემები