“ვაფასებ თქვენს ერთგულებას საყოველთაო ჯანდაცვის იდეისადმი” – ჯანმო-ს გენერალური დირექტორი გიორგი გახარიას

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობას უხდის და პანდემიის დასრულებაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას ვუხდი ძალიან კარგი სატელეფონო საუბრისთვის.

გულწრფელად ვაფასებ თქვენს ერთგულებას საყოველთაო ჯანდაცვის იდეისადმი და ახალი კორონავირუსის ვაქცინის თანაბარი განაწილების მიზნით გაწეულ შრომას.

ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამ პანდემიის დასასრულებლად“, – აცხადებს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი.

მსგავსი თემები