თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

მკვლელობა მოხდა იყალთოში – მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი. დაჭრილია კიდევ ერთი პირი,  თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. ამ ეტაპზე, დაპირისპირების მიზეზი უცნობია. 

მსგავსი თემები