პოლიციის მაღალჩინოსანმა საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

თელავში, კერძოდ კი სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი – ზურაბ საჩიაშვილი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ მიაყენა. ჭრილობები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, ექიმის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ირკვევა დაპირისპირება ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც, მოკლული და პოლიციის მაღალჩინოსანი სუფრაზე ერთად მოხვდნენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მთელი ღამე მუშაობდნენ.

მსგავსი თემები