„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა ნიკა მელია აირჩიეს.

ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა.

ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

აღნიშნული ოფიციალურად პარტიის ყრილობაზე გაფორმდება.

კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები.

მსგავსი თემები