“ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით” – კახა კალაძე ISFED-ზე

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით,” – ამის შესახებ თბილისის მერმა ISFED-თან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავიდანვე მარტივად დასანახი იყო, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები არასწორ მონაცემებზე საუბრობდნენ.

„არ ვიცი საერთოდ, სერბეთი რა შუაშია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით. ელემენტარული მათემატიკა ვინც იცის, ციფრები როცა იქნა გამოქვეყნებული, ძალიან მარტივი დასათვლელი იყო, რომ ეს იყო ცდომილება და პირველივე დღეებიდან შეგიძლიათ ამოიღოთ არქივიდან მასალები, ნახავთ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ არასწორად იყო დათვლილი და მოწოდებული მონაცემები“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, ბათილი ბიულეტენების რაოდენობის დათვლასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარე თამარა სართანია განმარტავს, რომ PVT დაფუძნება მოხდა სერბეთის PVT „სოფთზე“, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სადაც ბათილ ბიულეტენებსაც ათვლიან.

მსგავსი თემები