ზონალური პარკირება ყველგან დაინერგება და სხვადასხვა ფასი ექნება  

თბილისის მერის განცხადებით, ზონალური პარკირების პროგრამის ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგება. როგორც კახა კალაძემ საკრებულოში განაცხადა, მერიის  ყველა საპილოტე პროექტით საზოგადოება კმაყოფილია.

“ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველა ის საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ წარმატებულია და რაც მთავარია, საზოგადოება არის კმაყოფილი. ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო, რომ წლობით კონკრეტული ავტომობილები ეყენა, ლპებოდა, პრობლემას წარმოადგენდა, ადამიანი მანქანას ვერ აჩერებდა. ზონალური პარკირების შემოღებამ ბევრი კარგი რაღაც გააკეთა და მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ დანერგვას. რა თქმა უნდა, ტარიფები რაიონებისა და ქუჩების მიხედვით იქნება განსხვავებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები