“შესაძლოა 2021 წელი პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებული სიახლეები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა 2021 წელი პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს.

“იმის თქმის საფუძველს, რომ 2021 წელი იქნება პანდემიის დასრულების დასაწყისი, გვაძლევს ის პოზიტიური სიახლეები, რომელიც არსებობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა იმისათვის, რომ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს ის, რომ ვაქცინა არ მოხსნის ყველა პრობლემას ერთდროულად.

ვაქცინაციამდე მოგვიწევს გავაგრძელოთ ცხოვრება ძალიან აქტიური და ფრთხილი ცხოვრებით. ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ვაქცინა ეპიდემიის დაუყოვნებლივ დასრულებას არ ნიშნავს. მოგვიწევს მარეგულირებელი ბერკეტების გამოყენება, მით უფრო, რომ გაჩნდა ვირუსის ახალი შტამი,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები