“თქვენი მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და ხალხი, გვეხმარება სირთულეების დაძლევაში” – არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს!

თქვენი ლოცვა და თანადგომა, მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და საკუთარი ხალხი – გვეხმარება, რომ სირთულეები დავძლიოთ და ჩვენი ისტორია მომავალს დავუკავშიროთ.

თქვენი ღვაწლი გამორჩეულია ეკლესია-მონასტრების აღდგენის, ერის რწმენაში დაბრუნების და სულიერების განმტკიცების საქმეში, რისთვისაც მადლიერი ვართ.

საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ, კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!“- აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.

25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, პანდემიის გამო, წელს ამ თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ იგეგმება.

მსგავსი თემები