“თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, რომ ჩართოს საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი” – ნათია თურნავა

თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის მოღვაწეებს გაუხარდებათ პანდემიისგან შექმნილი რთული პერიოდის გამო.

„მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ დროს პანდემიამდე, აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა. დღეს ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვების გამო, არ იფუნქციონირებენ რესტორნები, მკაცრად არის აკრძალული სასტუმროებში საკონცერტო ღონისძიებების გამართვა, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები. თბილისის მერია სხვადასხვა საკონცერტო პროგრამას გეგმავს უსაფრთხოდ, მაყურებლის გარეშე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა“,-განაცადა თურნავამ.

მსგავსი თემები