„დიდ პატივს ვცემ მედიას, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ“ – კობა კობალაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მედიის წარმომადგენლები მიიჩნევიან საზოგადოებრივ მოდარაჯეებად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში. მათ აქვთ ვალდებულება, გაავრცელონ ინფორმაცია და საზოგადოებას გააცნონ ყველა საინტერესო საკითხი, რომლის მიღების უფლებაც საზოგადოებას გააჩნია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ განაცხადა.

კობა კობალაძე მედიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა მედიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა თუ ის მიკერძოებული არ არის:

„დიდ პატივს ვცემ მედიას, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ და ვიყავი და ვარ მზად ვარ თანამშრომლობისათვის. ეს არ ეხება პირადი ან პარტიული გამორჩენის მიზნით აჟიტირებული კვაზი ან ფსევდო ჟურნალისტების საქმიანობას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მომიწია გადამეხედა ევროპულ მედია პრაქტიკის, თანამედროვე დასავლურ მედია ეთიკას, ჟურნალისტების პროფესიული სტანდარტებს და ქცევის წესებს. ასევე მედია სივრცეში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სახელმძღვანელო პრინციპებს.

პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა ნიშნავს, რომ ჟურნალისტები იქცევიან პროფესიონალურად,  მოქმედებენ კეთილსინდისიერად და ავრცელებენ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად,“ – განაცხადა კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

კობალაძეს მიჩანია, რომ ტაბლოიდური ჟურნალისტიკა ნიშნავს, როდესაც პერსონალური ინფორმაცია გროვდება მუდმივი შევიწროების გარემოში, რამაც შესაძლოა დაინტერესებულ პირებში აღძრას მათ პირად ცხოვრებაში ჩარევის, ან თუნდაც დევნის განცდა.

„ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ საჯარო პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სამართლიან მოლოდინს.  საჯარო პირების ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები, რომლებიც თავად არ არიან საჯარო პირები, სარგებლობენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფრო მაღალი ხარისხით.

„თუ ამგვარი მოქმედებები და პუბლიკაციები გამოიყენება მხოლოდ ჭორების გამოსაწვევად, ჟურნალისტები არ სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების უფლების ძლიერი დაცვით.“

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ ფაქტობრივი ფიზიკური სივრცის უფლებას, არამედ ამ სივრცით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებასაც. პიროვნების სახლის მისამართი არის პირადი მონაცემი; ამდენად, იგი დაცულია და  არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის ჟურნალისტების მხრიდან” – აღნიშნა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა, როცა გარკვეული მედიის თავდასხმის ობიექტი მისი 80 წლის დედა გახდა, რომელიც მგლოვიარეა.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები