„ნაგავსაყრელზე აშენებული სახლი რატომ არის უკანონობა და ეს სასახლეები კანონიერი?“ – დათო ტურაშვილი

მწერალი დათო ტურაშვილი მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება უკანონო მშენებლობების დემონტაჟთან დაკავშირებით. მწერლისთვის გაუგებარია რატომ უდნა ითვლებოდეს უსახლკარო ადამიანის მიერ აშენებული „ქოხები“ არაკანონიერად:

„ეს თბილისი, რომ ბეტონის ჯოჯოხეთად გვიქციეს ეს კანონიერია და ნაგავსაყრელზე, რომ საცოდავი ხალხი სახლს იშენებს ეს უკანონობაა,? გაიძახიან უკანონობააო და აგარაკებიაო, თვითონ რატომ იშენებენ წყნეთში აგარაკებს, ადამიანს, რომ ოთხი და ხუთი სახლი ჰქონდეს რატომ აიშენებს სახლს ისეთ ადგილას სადაც აიშენეს. ნაგავსაყრელზე აშენებული სახლი რატომ არის უკანონობა და ეს სასახლეები კანონიერი?“ – ამბობს დათო ტურაშვილი.

მსგავსი თემები