ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის მოზარდის გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს

უკვე რამდენიმე საათია სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის მოზარდის გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს.

ოჯახმა სამართალდამცავებს დაუყონებლივ მიმართა, გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

“ჩემი შვილი სწავლობს სკოლაში. კარგი მოსწავლეა, არც უფიქრია გათხოვება. დილით ნათესავმა დაინახა, რომ პოლიციაში შეჰყავდათ. მაშინვე წამოვედი და ვნახე, რომ კარგად არის. არ მილაპარაკია, მაგრამ ტირილი დაიწყო, რომ დამინახა. ახლა პოლიცია კითხავს. ვითხოვ გამტაცებლის დასჯას. რატომ გააკეთა ეს? ჩემს შვილს მას ცოლად არ დავუტოვებ,” – ამბობს გოგოს მამა ისა ალიევი.

გამტაცებლის მამის თქმით კი, მისი შვილი გუშინ დაუკავშირდა და ოჯახმა მოუწოდა პოლიციას ჩაბარებოდა. ოჯახის განმარტებით, გატაცების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მხოლოდ ის იციან, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ.

შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა, სახლში დაბრუნებისას გოგონა რამდენიმე პირმა გაიტაცა.

მსგავსი თემები