“არანაირი ვადამდელი თუ რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი და სხვა ამგვარი საკითხები არ განიხილება” – ანრი ოხანაშვილი

უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მათი ოპონენტების რიგებში იქნებიან ისეთი პირებიც, რომლებიც საკუთარი ამომრჩევლების მიერ მიღებულ მანდატებზე უარს არ იტყვიან და მათი ინტერესების გატარებაზე იზრუნებენ.

პარალელურად, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართოს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. “ქართული ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზადაა, თუმცა მათთვის წითელი ხაზი კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

“არანაირი ვადამდელი თუ რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი და სხვა ამგვარი საკითხები არ განიხილება. რაც შეეხება სხვა კონსტრუქციულ და დემოკრატიულ საკითხებს, ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის. მე მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციურ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებიც პირადი, არაჯანსაღი ამბიციებით არ ხელმძღვანელობენ და საკუთარ ამომრჩეველს პატივს სცემენ, ასევე პატივს სცემენ დემოკრატიის პრინციპს და უზრუნველყოფენ მათთვის მინიჭებული მანდატის რეალიზებას,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

მსგავსი თემები