ლაგოდეხში 16 წლის გოგო გაიტაცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 16 წლის გოგო გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მამაკაცმა ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა.

გოგონა, რომელიც სოფელ კაბალში ქუჩაში გადაადგილდებოდა, მანქანაში ძალით ჩასვეს და წიაყვანეს. გოგონას მშობლები შვილის სახლში დაბრუნებას და გამტაცებლების დასჯას ითხოვენ.

გატაცება 21 დეკემბერს მოხდა. როგორც მშობლები აცხადებენ, გოგონა გამტაცებელს არ იცნობდა და მისი შეყვარებული არ ყოფილა. მამაკაცი 21 წლისაა.

გატაცებს ფაქტთან დაავშირებით შინაგან სამეტა სამინისტრომ გამოძიება 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები