“დაეწყობიან და ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები” – გიგა ბოკერია

“როცა ივანიშვილი გააცნობიერებს, რომ ამ ვითარებას ვერ შეინარჩუნებს, დაეწყობიან ის და მისი პოლიტიკური არარაობები და ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჯერ არ აქვს გააზრებული, თუ რამხელა რისკია არსებული ვითარების შენარჩუნება პირველ რიგში ქვეყნისთვის და შემდეგ მისთვის.

„ივანიშვილს ჯერ არ აქვს შეგნებული, რომ არსებულ ვითარებაში, როცა მას არ აქვს მიღებული უთანასწორი ბრძოლაშიც კი უმრავლესობის მანდატი, ამ ვითარებას ვერ შეინარჩუნებს და დიდი რისკებია პირადად მისთვის, ქვეყნისთვის არის პირველ რიგში, მაგრამ ეს მას ნაკლებად აღელვებს. ჯერ მან ვერ გააცნობიერა, რომ მისთვის დიდი რისკებია. როცა ამას გააცნობიერებს, მოუწევს მას და მერე მის პოლიტიკურ არარაოებს, დაეწყობა ყველა ეს პოლიტიკურ არარაობა და კლოუნი და ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები. რაც სწრაფად მიხვდება, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მისთვისაც პერსონალურად. ჯერ ამ შეგნებამდე მისული არ არის”, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი თემები