“ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსები აქვს, რომ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კურსი მაქსიმალურად დავიცვათ” – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნვესაყოფად გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. მისი განცხადებით, ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსები აქვს, იმისათვის რომ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კურსი მაქსიმალურად იყოს დაცული.

გიორგი გახარიას თქმით, ეროვნული ვალუტის გასამყარებლად მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკურად ძლიერი ბიზნესი და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა უნდა მოხდეს.

“სამწუხაროდ, საქართველოში ლარის კურსი ყოველთვის იყო და დღესაც რჩება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ საკითხად. სამწუხაროდ, ეს ასეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მე შემიძლია მოგიყვეთ აქ, რომ ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა. ჩვენ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ყველაფერს ვაკეთებთ ერთად. ეს ასეა. ეროვნულ ბანკს რესურსებიც საკმარისი აქვს, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური მიმართულებით, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კური და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკური ძლიერი ბიზნესი და მაქსიმალურად სწრაფად სამუშაო ადგილების აღდგენა – ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები, რითაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ლარის სტაბილურობა. ახლა ვსაუბრობ კონკრეტულად კრიზისიდან გამოწვეულ შედეგებზე და არა საშუალო და გრძელვადიანზე. ჩვენ სანამ არ დავუბრუნდებით 2019-2020 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მანამდე, რა თქმა უნდა სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველებს, ლარის კურსის სოციალური ზემოქმედების ნაწილში ყოველთვის დაუდგება გვერდით. ჩვენ გვესმის, რომ ეს აუცილებელია და ამას გავაკეთებთ ნებისმიერ პირობებში,”- განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან შეხვედრისას. 

მსგავსი თემები