“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით, სერიოზული პროგრამებისთვის ვართ მზად” – გიორგი გახარია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრამებისთვის ვართ მზად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გახარიას თქმით, დახმარების პროგრამები პრაქტიკულად, გათანაბრებულია, თუმცა წვდომა საკმაოდ დიდი პრობლემაა.

„მოგეხსენებათ, წვდომა ძირითადი გამოწვევაა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ადამიანის უფლებების საბაზისო მოთხოვნების დასაცავად. მათ შორის, ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელზე მუშაობასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები