თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით ოთხი შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი კანონდამრღვევებმა თავად მოახდინეს, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კი შვიდივე შენობა-ნაგებობის სრულად დემონტაჟს დღესვე დაასრულებს.

სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უკანონო მშენებლობის ფაქტი დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე ინსპექტირების დროს დააფიქსირა და შესაბამისი განცხადება 18 დეკემბერს გაავრცელა. რადგანაც იმ დროს ადგილზე კანონდამრღვევები არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოიკრა. დემონტაჟი კი, დღეს დაიწყო.

მსგავსი თემები