ხელისუფლება მოლაპარაკების მე – 5 რაუნდისთვის მზადაა

უმრავლესობა დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მმართველი პარტიისთვის ის მოთხოვნები რაზეც ოპოზიცია აპელირებს მიუღებლად რჩება, მათ შორის მოლოდინიც – შეხვედრის მორიგ რაუნდზე “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინოს წინადადებები, რასაც უმრავლესობა არაადეკვატურად მიიჩნევს.

თუმცა მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ შეხვედრასა და კონსულტაციებს ოპოზიციასთან კვლავაც გამართავენ.

“რასაკვირველია მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. მაგრამ იმის აღნიშვნა, რომ თითქოსდა მმართველი გუნდისგან უნდა იყოს წინადადება წამოსული, უსაფუძვლოა. მათ აქვთ წინადადება, რომ ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები, მიუხედავად იმისა, ჩვენი პარტნიორები ადასტურებენ სამართლიანობას,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები