20 კვადრატზე ერთი ადამიანი – შეზღუდვა ავეჯის მაღაზიებზეც ვრცელდება

თუ ადრე მაღაზიებში 5 კვადრატზე ერთი ადამიანი დაიშვებოდა, 24 დეკემბრიდან ერთი ადამიანი მხოლოდ 20 კვადრატულ ფართზე დაიშვება. აღნიშნული გამკაცრებული რეგულაციები ავეჯის მაღაზიებზეც ვრცელდება.

როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონტროლი საკმაოდ მკაცრი იქნება.

„ეს რეგულაციები ისეთი ტიპის ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს, სადაც დადგენილია პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნები. თუ მანამდე 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვებოდა, ახლა უკვე ერთი ადამიანი დაიშვება 20 კვადრატულ მეტრზე, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება. შრომის ინსპექცია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია არის 10 000 ლარის ოდენობით. შრომის ინსპექციას აქვს ნებისმიერი კომპანიის შეჩერების უფლებამოსილება, თუ ვხედავთ, რომ კომპანიის მენეჯმენტი ვერ ახორციელებს მოთხოვნებს, ამით კი, ეპიდემიოლოგიურად საფრთხე ექმნება თითოეულ მოქალაქეს. ყოველდღიურ რეჟიმში მოვახდენთ მსგავსი ტიპის ობიექტების მონიტორინგს”, – განუცხადა ფერაძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები