„ეს ამნისტია 90% ისეთ მუხლებს ეხება, რომელიც არის მკვდარი მუხლები“ – გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„პოლიტიკოსები აქტიურობენ, თითქოს ხელისუფლება კრიმინალთან არის გარიგებული და ამნისტიით სამადლობელ ნაბიჯს დგამს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში”, ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ადვოკატი პოლიტიკოსების მხრიდან ამნისტიის კანონზე ატეხილ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოცემული კანონპროექტი მცირე მასშტაბებს მოიცავს:

„ეს ამნისტია 90% ისეთ მუხლებს ეხება, რომელიც არის მკვდარი მუხლები, ეს კანონპროექტი ეხება იმ მუხლებს, რომელიც საერთოდ კრიმინალთან ახლოს არ არიან, აქ არის შრომის უსაფრთხოების დარღვევა, ფალსიფიკაცია, დეზერტირობა, უკანონო ნადირობა, ანუ ისეთი მუხლებია, რომელიც არის შემთხვევითი ხალხის ჩადენილი და არა კრიმინალების. ეს არც რურუას მუხლს ეხება და არც ილიჩოვას მუხლს, მე ვფიქრობ, რომ ეს ამნისტია იმიტომ არის შემოთავაზებული, რომ ახალი პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ახალი კანონ პროექტი.

დიდი მოლოდინი იყო პატიმრებსა და მათ ოჯახებში, იმიტომ, რომ დიდი ხანია ამნისტიის კანონი არ ყოფილა მიღებული და ამ მოლოდინს პასუხობს ხელისუფლება.

ერთადერთი ცოცხალი მუხლი, რაც შეიძლება ითქვას, რომ ასეულ ადამიანს შეეხება, არის ნარკოტიკების მოხმარების პირველი, მეორე და მესამე ნაწილები, ჩვენი წინადადება არის ასევე, რომ ამ მუხლებს დაემატოს სხვადასხვა ნაწილები, არა გათავისუფლება შეეხოს, მაგრამ შემცირდეს დანაშაული.“ – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები